სლოვაკეთის პრეზიდენტი უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს
სლოვაკეთის პრეზიდენტი უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს. პიტერ პელეგრინიმ, კიევში ვიზიტზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა. მედიის ცნობით, არჩევის შემდეგ პელეგრინი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩასვლას აპირებდა, მსგავსი ვიზიტები მან უკვე განახორციელა ყველა მეზობელ ქვეყანაში.
