შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რომის პაპი უმაღლესი ამერიკული სამოქალაქო თავისუფლების მედლით დააჯილდოვა
შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რომის პაპი უმაღლესი ამერიკული სამოქალაქო თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა პაპი რწმენის, იმედისა და სიყვარულის შუქურად მოიხსენია, რომელიც მთელ მსოფლიოში ანათებს. ვარაუდობდნენ, რომ ბაიდენი ჯილდოს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარს ვატიკანში პირადად გადასცემდა, თუმცა ეს გეგმა ლოს ანჯელესის ხანძრის გამო შეიცვალა. თეთრი სახლის მასპინძელმა რომის პაპს ჯილდოს შესახებ ტელეფონით აცნობა და მიულოცა