მედია: ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები 90%-ით დასრულებულია
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც დოჰაში, ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარეობს 90%-ით დასრულებულია. ცნობას ისრაელის მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და იმასაც აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზიდან, შემდეგ ფაზებზე გადასვლის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ჯერ კიდევ არსებობს. ცნობილია, რომ დაჯგუფება ჰამასი ისრაელს პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, მეორე ფაზის შესრულების ვალდებულების აღებას სთხოვს, რომელიც ცეცხლის არ განახლების შეთანხმებას ითვალისწინებს
