რუსეთი კი უკრაინის დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტის, დაბა შევჩენკოს აღების შესახებ იუწყება
რუსეთი კი უკრაინის დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტის, დაბა შევჩენკოს აღების შესახებ იუწყება. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ შეტევით ოპერაციას დონეცკის პარალელურად აწარმოებენ ხარკოვის, ავდიევკის, ზაპოროჟესა და ხერსონის მიმართულებებზე. ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ცნობას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. მათი განცხადებით, თავდაცვითი ძალები პოზიციებს ინარჩუნებენ დონეცკის ოლქის კუხაროვოს მიმართულებაზე
