ლოს-ანჯელესში ხანძარმა ბოლო მონაცემებით სულ მცირე 16 ადამიანი იმსხვერპლა
ლოს-ანჯელესში ხანძარმა ბოლო მონაცემებით სულ მცირე 16 ადამიანი იმსხვერპლა. 13 კი ამ დრომდე უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 153 ათასს ადამიანს დაუყოვნებლივი ევაკუაცია გამოუცხადეს. 166 ათასმა კი საჭიროების შემთხვევაში სახლების დატოვებისთვის მზადყოფნის შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობინება უკვე მიიღო. ცეცხლი ამჟამად 15 ათას ჰექტარზე მძვინვარებს. მაშველებმა ამ დროისთვის მხოლოდ 34 კერის ლოკალიზება შეძლეს
