კახა ცაბაძის საღამო
მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში პიანისტ თამარ ბარდაველიძე-თორეს და მისი კლასის კონცერტი გაიმართა. საღამო ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, მაესტრო კახა ცაბაძის 65 წლის იუბილეს და მის შემოქმედებას მიეძღვნა. კონცერტზე შესრულდა კომპოზიტორის საფორტეპიანო ნაწარმოებები, სიმებიანი ორკესტრის თანხლებით. საღამოზე შედგა კომპოზიტორის ახალი მუსიკალური ნაწარმოებების პრემიერა. „სიყვარულით საქართველოს!" მუსიკალური პროექტი, უკვე მეოთხედ ჩატარდა
