ჯილდო მადუროს დაპატიმრებისთვის
შეერთებულმა შტატებმა 25 მილიონ დოლარამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას შეუწყობს ხელს. განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ დროს გამოაქვეყნა, როდესაც კარაკასში მადუროს ინაუგურაცია იმართებოდა. ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს ასახელებს. გონსალესი ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტად ჰყავს აღიარებული ბაიდენის ადმინისტრაციაც
