შალვა პაპუაშვილის პოსტი
ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რისი მიხედვითაც დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე დონალდ ტრამპს უპირობო გათავისუფლება შეეფარდა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. პირველი კანონმდებელი წერს, რომ ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება, როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო. აქვე, შალვა პაპუაშვილი იხსენებს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის მიმართ აშშ-ს ყოფილი ელჩის ქმედებას
