შეერთებული შტატები ვენესუელურ ნავთობსა და გაზზე დამატებითი სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს
შეერთებული შტატები ვენესუელურ ნავთობსა და გაზზე დამატებითი სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 8 ვენესუელელ მაღალჩინოსანს და 25 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციაზე, რომელიც ვაშინგტონის მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებული ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას შეუწყობს ხელს
