მარკ ცუკერბერგი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ Facebook-ზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს
მარკ ცუკერბერგი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ Facebook-ზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ვრცელი ინტერვიუ Meta-ს დამფუძნებელმა პოდკასტერ ჯო როგანს მისცა. ცუკერბერგის მტკიცებით, ბაიდენის ადმინისტრაცია აიძულებდა კომპანიას, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ პოსტები წაეშალათ. როგორც Meta-ს დამფუძნებელი ამბობს, მისი გუნდის წევრებს ბაიდენის ადმინისტრაციიდან ურეკავდნენ და ლანძღვითა და ყვირილით აიძულებდნენ არასასურველი კონტენტის წაშლას