ბაიდენმა კომპანია META-ს მიერ ფაქტების გადამოწმების პროგრამის შეჩერებას სამარცხვინო უწოდა
კომპანია META-ს მიერ ფაქტების გადამოწმების პროგრამის შეჩერებას სამარცხვინო უწოდა თეთრი სახლის ლიდერმა. ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ კომპანიის გადაწყვეტილება ამერიკულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. პროგრამა 2016 წელს არჩევნების შემდეგ შემოიღეს და ის კონტენტის მართვისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ გამოიყენებოდა, თუმცა, მოგვიანებით კომპანიის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ სისტემა თავის დროზე „პოლიტიკური ზეწოლის“ შედეგად შემოიღეს
