შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მსხვილი პაკეტი მიიღო
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მსხვილი პაკეტი მიიღო. ინფორმაციას ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი აქვეყნებს. სასანქციო სიაში შეყვანილია ორი უმსხვილესი რუსული კომპანია: ასევე- 180-ზე მეტი გემი, ათობით ნავთობმოვაჭრე, ნავთობის საბადოებისთვის სერვისების მიმწოდებლები და სადაზღვევო კომპანიები. სანქციებს დიდი ბრიტანეთიც უერთდება.