დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უახლოეს მომავალში კიევს ეწვევა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უახლოეს მომავალში კიევს ეწვევა, რათა უკრაინის ხელისუფლებასთან ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში მოკავშირეთა სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის საკითხი განიხილოს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი” ავრცელებს. მანამდე კირ სტარმერმა უკრაინაში შექმნილი ვითარება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან განიხილა, რომელმაც დასავლელი ლიდერებიდან პირველმა გააჟღერა უკრაინაში მოკავშირეების კონტინგენტის გაგზავნის ინიციატივა.
