შეერთებულმა შტატებმა 25-მილიონ დოლარამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას შეუწყობს ხელს
შეერთებულმა შტატებმა 25-მილიონ დოლარამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას შეუწყობს ხელს. ჯილდოები ასევე დაწესებულია ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის, დაპატიმრებაზე. განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ დროს გამოაქვეყნა, როდესაც კარაკასში მადუროს ინაუგურაცია იმართებოდა. საპრეზიდენტო არჩევნები ვენესუელაში 28 ივლისს ჩატარდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმათა 51%-ით გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა, ოპოზიცია კი არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს ასახელებს. გონსალესი ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტად ჰყავს აღიარებული ბაიდენის ადმინისტრაციაც.
