რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სასამართლოს მიერ გაუქმებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების აღდგენა მოითხოვეს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური რუმინეთში 24 ნოემბერს ჩატარდა და მასში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე 2 დღით ადრე გააუქმა. მიზეზად არჩევნებზე რუსეთის გავლენა დასახელდა. რუმინეთის მმართველი კოალიცია მიმდინარე კვირას შეთანხმდა, რომ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს გაიმართება. მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი არჩევნებამდე თანამდებობაზე დარჩება.
