მარკ ცუკერბერგი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ „ფეისბუკზე“ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს
მარკ ცუკერბერგი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ „ფეისბუკზე“ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ვრცელი ინტერვიუ „მეტას“ დამფუძნებელმა პოდკასტერ ჯო როგანს მისცა. ცუკერბერგის მტკიცებით, ბაიდენის ადმინისტრაცია აიძულებდა კომპანიას, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ პოსტები წაეშალათ. როგორც „მეტას“ დამფუძნებელი ამბობს, მისი გუნდის წევრებს ბაიდენის ადმინისტრაციიდან ურეკავდნენ და ლანძღვითა და ყვირილით აიძულებდნენ არასასურველი კონტენტის წაშლას.
