ვარსკვლავური დამწვარი ვილები
ენტონი ჰოპკინსი, ჯეიმს ვუდსი, პერის ჰილტონი - ეს იმ ვარსკვლავების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც კალიფორნიის ტყის ხანძრის შედეგად სახლები დაეწვათ. განადგურებულია სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლების, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული, ჰოლივუდის მსახიობების მილიონებად შეფასებული სახლები. დაზარალებულთა უმრავლესობა ლოს ანჯელესში ცხოვრების უდიდეს ნაწილს ატარებდა. ზოგიერთი მათგანი სტიქიის მასშტაბში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
