ტრამპი-პუტინის შეხვედრა
ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპთან შეხვედრა სურს, ტრამპის გუნდი ამისთვის ემზადება - განცხადება ჟურნალისტებთან თავად არჩეულმა პრეზიდენტმა გააკეთა. დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა სად და როდის გაიმართება. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას უკრაინაში სისხლისღვრის დასრულება უნდა.
