11 ბრალდებულის სასამართლო
საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა ადამიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ აღკვეთის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობები დააყენა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობები არ გაითვალისწინა. დაკავებულების ნაწილი ბრალს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დილიდან მიმდინარეობდა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
