ზელენსკის სხვა ტონი
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკის სკანდალურ ინტერვიუს აფასებს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ეს იმ საკითხების დიდი ლუსტრაცია იყო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ, თანამედროვე სამყარომ და უკრაინამ გამოიარეს. მისივე თქმით, ზელენსკიმ დასავლელ ბიუროკრატებს დაუჯერა, რის შედეგადაც უკრაინა ფაქტობრივად განადგურდა, საქართველოს ხელისუფლება კი უჯერებს მხოლოდ ქართველ ხალხს, რამაც ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა მოიტანა.
