შეხვედრა ჩინეთის ელჩთან
პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ჭოუ ციენს, ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ასევე ხალხთა შორისი კავშირები კარგ შესაძლებლობაა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.
