ბენ უოლასის მოსაზრებით, უკრაინამ 18 წლის მამაკაცებისა და ქალების სამხედრო მობილიზება უნდა დაიწყოს
ბენ უოლასის მოსაზრებით, უკრაინამ 18 წლის მამაკაცებისა და ქალების სამხედრო მობილიზება უნდა დაიწყოს. როგორც გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ევროპას ამ ახალგაზრდების გაწვრთნა უნდა სთხოვოს. უოლასის განმარტებით, საზღვარ გარეთ სწავლების შემდეგ ამ ადამიანებს უკრაინაში დაბრუნება და საჭიროების შემთხვევაში ომში წასვლა შეეძლებათ.
