ევროკავშირმა უკრაინას 3 მილიარდი ევრო გადაურიცხა
ევროკავშირმა უკრაინას 3 მილიარდი ევრო გადაურიცხა. ეს ევროკავშირის პირველი ტრანშია, რომელიც სესხის სახით უკრაინისთვის „დიდი შვიდეულის“ მიერ დამტკიცებულ 50 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტში შედის. სესხი ევროპაში გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული შემოსავლით დაიფარება. უკრაინის პრემიერ მინისტრის განცხადებით, მიღებულ თანხას ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯებისთვის გამოიყენებს. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირში რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები 210 მილიარდ ევროს შეადგენს. ოფიციალური კიევი ამ სახსრების უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს.
