"ნიუ-იორკ ტაიმსმა" ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა
"ნიუ-იორკ ტაიმსმა" ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა. „ქუთაისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია მსოფლიოში, სავსეა მდიდარი ისტორიით და გარშემორტყმულია საქართველოს ბუნებრივი სილამაზით. უკანასკნელ წლებში, მას შემდეგ, რაც დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიებმა ევროპის და ათობით სხვა ქალაქიდან პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყეს, ქალაქი მოგზაურებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა“, - ნათქვამია "ნიუ-იორკ ტაიმსის" სტატიაში.
