საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. დაცვის მხარე სასამართლოს დაკავებულების დარბაზიდან გათავისუფლებას, ალტერნატივის სახით კი გირაოს შეფარდებას სთავაზობს. სახელმწიფო ბრალდება კი მათ პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლეს სანქციების საფრთხეზე ესაუბრა და გირაოს სახით სასამართლოს ათასი ლარი შესთავაზა. სასამართლო სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
