სალომე ზურაბიშვილის ქმედებები და განცხადებები მმართველი გუნდისთვის არასერიოზულია
სალომე ზურაბიშვილის პოზიციონირება მმართველი გუნდისთვის არასერიოზული და უხერხულია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი იმოქმედებენ ზუსტად ისე, როგორიც იქნება გარედან მიღებული დავალებები, რადგან, მამუკა მდინარაძის თქმით, ისინი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებენ.
