ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ
ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. საუბარია ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიაზე. განცხადებაში წერია, რომ საქართველოს არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია არ დაუშვეს. ეს რომ სიმართლე არ არის, ეუთოს განცხადებითაც დასტურდება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც შეხვდა, სადაც აღინიშნა, რომ საარჩევნო გარემო თავისუფალი და კონკურენტულია, რაც ეუთო-ოდირის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც დაადასტურა.
