პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ამ ეტაპზე უკრაინას ვერც ევროკავშირში და ვერც ნატოში ვერ ხედავს
პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ამ ეტაპზე უკრაინას ვერც ევროკავშირში და ვერც ნატოში ვერ ხედავს. როგორც პოლონურ მედიასთან საუბრის დროს კაროლ ნავროცკიმ აღნიშნა, ამ აზრზე იქამდე იქნება, ვიდრე პოლონელებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები არ გადაწყდება. პრეზიდენტობის კანდიდატმა პოლონეთში 1943-მ წელს მომხდარი ვოლინის სისხლიანი ტრაგედია იგულისხმა და აღნიშნა, რომ ქვეყანა, რომელსაც 120 ათასი ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია, საერთაშორისო ალიანსის წევრი ვერ იქნება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ განცხადებას ტენდენციური უწოდა.
