„ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ შესაძლოა, უკრაინის საკითხზე რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფმა ფუნქციონირება შეწყვიტოს
„ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ შესაძლოა, უკრაინის საკითხზე რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფმა ფუნქციონირება შეწყვიტოს. გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპი სკეპტიკურადაა განწყობილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების მიმართ. საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კაია კალასმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის რამშტაინის ფორმატით უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს იმ შემთხვევაშიც, თუ საკონტაქტო ჯგუფს შეერთებული შტატები დატოვებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმაროვმა კი განაცხადა, რომ რამშტაინის შემდეგი შეხვედრა უკვე შეთანხმებულია და ის თებერვალში გაიმართება.
