ოლაფ შოლცმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაბლოკა
ოლაფ შოლცმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაბლოკა. როგორც „შპიგელი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და თავდაცვის მინისტრს 23 თებერვლის ვადამდელ არჩევნებამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით სამი მილიარდი ევროს გამოყოფა სურდათ, თუმცა ამას ხელი ქვეყნის ლიდერის კანცელარიამ შეუშალა. გამოცემის ცნობით, ანალენა ბერბოკი და ბორის პისტორიუსი კიევისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის აუცილებლობას, ბოლო თვეებში რუსული შეტევების გაძლიერების გამო, უკრაინის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებით ხსნიდნენ. „შპიგელის“ სტატიის თანახმად, ოლაფ შოლცის კანცელარიაში ამ საკითხთან დაკავშირებით, გადაუდებელი ქმედებების საჭიროებას ვერ ხედავენ.
