რუსეთმა უკრაინას 10 იანვრის ღამეს დრონებითა და რაკეტებით შეუტია
რუსეთმა უკრაინას 10 იანვრის ღამეს დრონებითა და რაკეტებით შეუტია. ერთ-ერთი დრონი, რომელიც უკრაინამ დედაქალაქის თავზე ჩამოაგდო, კიევში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. შენობა დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დრონებით თავდასხმის სამიზნე ჩერნიგოვში დასახლებული პუნქტის რამდენიმე შენობა აღმოჩნდა. რუსი მაღალჩინოსნები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკზე მიიტანა სარაკეტო იერიში, რომლის ერთ-ერთი სამიზნე ქალაქში მდებარე სუპერმარკეტი აღმოჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა. უკრაინული ანალიტიკური პორტალი დიფ სთეითი კი ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დონეცკის ოლქში კიდევ 6 დასახლებული პუნქტის ოკუპაციის შესახებ.
