ევროკავშირი შიშობს, რომ დონალდ ტრამპი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს
ევროკავშირი შიშობს, რომ დონალდ ტრამპი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს. „ფაინენშალ ტაიმსის“ ცნობით, ევროპელი მაღალჩინოსნები დეტალურად განიხილავენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გაცემულ ასობით აღმასრულებელ ბრძანებასა და სანქციას, რომლებიც დონალდ ტრამპმა შესაძლოა ისე გაიხმოს უკან, რომ ევროკავშირის ინტერესები არ გაითვალისწინოს. „ფაინენშალ ტაიმსის“ ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსნებმა გასცეს განკარგულება, რომ გადახედონ ბაიდენის მიერ რუსეთის მიმართ მიღებულ ყველა ზომას, რათა გამოავლინონ ისეთი სანქციები, რომელთა გაუქმებაც ევროკავშირზე ყველაზე დიდ და უარყოფით გავლენას მოახდენს.
