ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპთან შეხვედრა სურს და ტრამპის გუნდი ამისთვის ემზადება
ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპთან შეხვედრა სურს და ტრამპის გუნდი ამისთვის ემზადება - განუცხადა ჟურნალისტებს ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ფლორიდაში, რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრისას. დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა სად და როდის გაიმართება. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას უკრაინაში სისხლისღვრის დასრულება უნდა.
