ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ, სანქციებთან დაკავშირებული კანონპროექტი მიიღო
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ, სანქციებთან დაკავშირებული კანონპროექტი მიიღო. ამერიკული მედიის ცნობით, დოკუმენტს, დიდი ალბათობით, სენატშიც დაუჭერენ მხარს. რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა სამართლებრივი ინსტიტუტის მაღალჩინოსნები სამიზნეში მას შემდეგ ამოიღეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა. სანქციების კანონპროექტი ჰააგის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სავიზო და ფინანსურ შეზღუდვებს მოიცავს.
