პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომაზე ადვოკატებმა სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. დაცვის მხარე სასამართლოს დაკავებულების დარბაზიდან გათავისუფლებას, ალტერნატივის სახით კი გირაოს შეფარდებას სთავაზობს. სახელმწიფო ბრალდება კი მათ პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.
