ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება პარტნიორებს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის ყველა ის სისტემა მიაწოდონ, რომელზეც დაპირება ნატოს ბოლო სამიტზე გაიცა. განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა რამშტაინის ფორმატის სხდომაზე გააკეთა. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ შეახსენა დასავლელ პარტნიორებს, რომ რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად უკრაინას უწყვეტი დახმარება სჭირდება.
