ლოს-ანჯელესში, ტყის ხანძრების შედეგად, 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა
ლოს-ანჯელესში, ტყის ხანძრების შედეგად, 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა. დაიღუპა ათი ადამიანი. არიან დაშავებულებიც. გაცემულია 180 ათასამდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება. ამ დროისათვის მეხანძრეები ვენტურის ოლქში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს. სტიქიით მიყენებული ზარალი 50თ მილიარდ დოლარს აღემატება.
