ილონ მასკი დემოკრატიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
ილონ მასკი დემოკრატიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით დემოკრატიას საფრთხეს არა მასკი, არამედ ჯორჯ სოროსი უქმნის, რომელიც რესურსებს პარტიების, ასოციაციებისა და პოლიტიკოსების დასაფინანსებლად იყენებს, რითაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებსა და სუვერენიტეტში ერევა.
