დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის საკითხს ძალიან სწრაფად გადაწყვეტს
დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის საკითხს ძალიან სწრაფად გადაწყვეტს. ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა. „ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს ამ კონფლიქტს ძალიან სწრაფად. ახლა ვითარება ჩიხშია შესული. არის ასობით ათასი დაღუპული, თუმცა არ არის შედეგი. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო დასუსტდება უკრაინა”- აღნიშნა მასკმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერ ალის ვაიდელთან ინტერვიუში.
