თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული 11 ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული 11 ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს . მათ შორის ანდრო ჭიჭინაძის და ონისე ცხადაძის. პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ცნობილია რომ დაცვის მხარე სასამართლოს დაკავებულების დარბაზიდან გათავისუფლებას, ალტერნატივის სახით კი გირაოს შეფარდებას სთავაზობს.