მმართველ გუნდი ოპოზიციის საბოტაჟზე და რადიკალიზმზე საუბრობს
მმართველ გუნდი ოპოზიციის საბოტაჟზე და რადიკალიზმზე საუბრობს. მათი თქმით ის რასაც ოპოზიციური პარტიები აკეთებენ ქვეყნის მტრობაა. შეგახსენებთ ნაციონალური მოძრაობა, „ლელო“ და „ახალი“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს წერილით მიმართავენ, რათა ასამბლეაში არ დადასტურდეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება. იმავე მოთხოვნით წერილი ევროპის საბჭოში რამდენიმე საათის დაგვიანებით გაგზავნა გახარიას პარტიამაც.
