სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის
საზოგადოებრივი მაუწყებელი შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, სხვადასხვა მხარის მიერ, პირველი არხის მიმართ სისტემატური ხასიათის თავდასხმების, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და დამოუკიდებელ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობის გამო. მაუწყებელი აღნიშნავს, რომ საქმიანობას ახორციელებს კანონით დადგენილი ვალდებულებების შესაბამისად, რაც დაადასტურა ეუთო-ოდირის დასკვნამაც. თუმცა არხის მიმართ აგრესია არ წყდება, რაშიც განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა
