თავდაცვის მინისტრი გერმანიაში
საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიაში რამშტაინის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ რამშტაინის ფორმატის შეხვედრას, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. შეხვედრა ამერიკის თავდაცვის მდივანმა გახსნა. ლოიდ ოსტინთან ერთად სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მათ უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების საჭიროებებზე იმსჯელეს
