ურთიერთობების გადატვირთვა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დასავლეთისა და შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა და ის გარემოებები მიმოიხილა, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში იარაღად გამოიყენებოდა. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ურთიერთობების დაძაბვა ხელისუფლებაში ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლისა და უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო. ჯო ბაიდენის მიერ არჩევნების წაგების შემდეგ კი ზეწოლა გამძაფრდა. მამუკა მდინარაძის თქმით, ოცი იანვრიდან ურთიერთობების ეტაპობრივად გადატვირთვა შესაძლებელი იქნება
