დღეს გლოვის დღეა
საქართველო სოფელ საბერიოში დაღუპულ ბავშვებს გლოვობს. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ტრაგედია ოკუპირებულ გალში 5 იანვარს მოხდა. სახლს, სადაც ხუთი მცირეწლოვანი ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ბავშვები დაიღუპნენ. მათი ცხედრები დღეს საბერიოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
