FT: მასკი დახურულ შეხვედრაზე ბრიტანეთის პრემიერის პოსტიდან კირ სტარმერის გადაყენებას განიხილავდა
ილონ მასკი მოკავშირეებთან განიხილავს, თუ როგორ შეიძლება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის - კირ სტარმერის გადაყენება. ამ შინაარსის სტატიას, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, The Financial Times-ი აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ილონ მასკი გაერთიანებულ სამეფოში სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით არის დაინტერესებული და ამ საკითხთან დაკავშირებით, მოკავშირეებთან დისკუსიებს მართავს. სტატიის თანახმად, მასკმა მოიძია ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა შესაძლებელი ალტერნატიული ბრიტანული პოლიტიკური მოძრაობების მხარდაჭერა იმისთვის, რომ საბოლოოდ მმართველი ლეიბორისტული პარტია შეიცვალოს. ბოლო პერიოდში ამერიკელი მილიარდერი სოციალურ ქსელ იქსში პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა. ერთ-ერთ უახლეს პოსტში ილონ მასკმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა პოსტი უნდა დატოვოს
