„ტრამპის გეგმა „დიფ სთეითის“ გასანადგურებლად“- ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარსლონი კონსერვატორ აქტივისტთან, ნედ რაიანთან ინტერვიუს ნაწილს
„ტრამპის გეგმა „დიფ სთეითის“ გასანადგურებლად“ - ამ სათაურით აქვეყნებს ტაკერ კარსლონი კონსერვატორ აქტივისტთან, ნედ რაიანთან ინტერვიუს ნაწილს. კონსერვატიული ორგანიზაციის „ამერიკული უმრავლესობის“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დონალდ ტრამპმა ე.წ. დიფ სთეითის მილიონ ნაწილად დაშლა უნდა შეძლოს. მისი თქმით, ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს გაცნობიერებული აქვს თუ ვინ არის ქვეყნის რეალური მტერი და თავის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, არაკონსტიტუციური ძალების დამარცხებას შეძლებს
