„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დასავლეთის და აშშ-ის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა და ის გარემოებები მიმოიხილა, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში იარაღად გამოიყენებოდა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დასავლეთის და აშშ-ის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა და ის გარემოებები მიმოიხილა, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში იარაღად გამოიყენებოდა. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ურთიერთობების დაძაბვა შეერთებული შტატების ხელისუფლებაში ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის და უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო.ჯო ბაიდენის მიერ არჩევნების წაგების შემდეგ კი ზეწოლა ამერიკის მხრიდან გამძაფრდა. მამუკა მდინარაძის თქმით, ოცი იანვრიდან შესაძლებელი იქნება ურთიერთობების ეტაპობრივად გადატვირთვა
