საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ
საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ - ასე აფასებს მმართველი გუნდი „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და საპარლამენტო ფრაქციებისადმი მიმართვას - „ასამბლეაში არ დადასტურდეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება“. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაა, თუმცა ქართული ოცნების წევრების თქმით, ოპოზიციის ეს მცდელობა უშედეგო იქნება. განცხადებები გაკეთდა იმ ოპოზიციურ პარტიებშიც, რომლებიც მიმართვაზე ხელმომწერები არიან
