საგამოძიებო კომისია
საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, პარლამენტში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა. კომისია ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. მამუკა მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის საქმეზე, გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები
